Saturday, June 19, 2010

ანაკლია (მეშვიდე ნაწილი)




მოკლედ ჩვენი ბანაკში ყოფნის ბოლო დღეც გათენდა... მაგრამ არაფერი შეცვლილა ჩვენში დიდად... ზოგ ზოგიერთებში განსაკუთრებით.. მოკლედ დილით ისევ დიმა შემოვიდა და გვითხრა აბა ბიჭებო ადექით ადექითო . დღეს ბოლოდღეა და მერე აღარ შეგაწუხებთო... ზოგი უცებ ადგა... ზოგი კიდე ისევ იზლაზნებოდა და ბუზღუნით დგებოდა...

მოწყობაზე რომ ჩავედით... მოგვესალმნენ ლიდერები... ჩვენც მივესალმეთ... კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი ვინაობა... მერე ჰიმნს მოვუსმინეთ.. და ქუდი ისევ თავზე "გვეხურა" და ისევ "დავდიოდით" აქეთ იქეთ ჰიმნის დროს.... მერე ვივარჯიშეთ... ბოლოს მადლობა გადაგვიხადეს ჩვენს რაზმს გუშინდელი კარგი მორიგეობისთვის და მორიგეობა მომდევნო რაზმს გადააბარეს....

საუზმემდე ოთახში ავედი... ბოლო დღე იყო და მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს ვყოფილიყავი ბავშვებთან... მაგრამ ყველას ერთად შეკრება რატომღაც ვერ მოვახერხეთ... ყველანი ჯგუფებად დადიოდნენ... ვინც უფრო კარგად გაუგო ერთმანეთს ისინი იყვნენ ერთად... გასაკვირი არც არის...

საუზმის მერე გადავწყვიტეთ ერთმანეთისთვის ჟილეტებზე სამახსოვროდ რამე მიგვეწერა... როგორც ბოლო ზარზე იციან... მოკლედ მე ეგეთი რამეები არ მეხერხება... ხოდა ამიტომ ბევრისთვის არაფერი დამიწერია... მე კი დამაწერეს რაღაცეები... უმეტესად ერთი და იგივე ეწერა... "მაგარი ხარ!" ... მაგრამ ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა... როსტომის წარწერა იყო... 9 მაისი მომილოცა ... :)))) ბავშვებმა ააჭრელეს ერთმანეთი... რათქმაუნდა მურმანა ყველაზე პოპულარული იყო და ყველაზე მეტს მას აწერდნენ... თან მურმანას ფიზიკური მონაცემები და აღნაგობა იძლეოდა იმის საშუალებას რომ რაც შეიძლება მეტი წარწერა დაწერილიყო...

შუადღემდე ყველანი ასე ვერთობოდით და ვხალისობდით... მერე სადილის დრო მოვიდა... სადილად როგორც ყოველთვის ყველაზე კარგი საჭმელი იყო... ან მე მომწონდა ესე მარტო... :)))
სადილილის მერე მხიარული სტარტები დაიწყო... კარგად ვიხალისე... მართალია ბოროტად მაგრამ მაინც... მოკლედ რვა რაზმი ორ-ორად დაყვეს... ჩვენ მერვე რაზმთან ერთად მოგვიწია... და დაიწყო მხიარული სტარტებიც... რამდენიმე თამაში იყო... პირველი ცალი ფეხით სირბილი იყო... უნდა მისულიყავი ბოთლთან შემოტრიალებულიყავი და ისევ უკან გაქცეულიყავი... მეორე კონკურსი იყო სირბილი... უნდა გაქცეულიყავი ბოთლამდე და მერე ისევ უკან დაბურნებულიყავი... რათქმაუნდა სწრაფად... მერე მესამე თამაში დაიწყო... ნუმერაცია თუ არ მეშლება ასე იყო... ორი მონაწილე გამოდიოდა... უკანას წინა უნდა დაეჭირა ფეხებით და წინას ხელებით ევლო... ხოდა ბოთლთან რომ მივიდოდნენ ადგილები უნდა შეეცვალათ და ისე წასულიყვნენ უკან... ერთი უნდა გენახათ რა საცოდავობა იყო... ეცემოდნენ და თავპირს იმტვრევდნენ... მერე მეოთხე თამაშიც დაიწყო... ტომრებით უნდა ეხტუნავათ... მაგრამ რატომღაც დიდი ცელოფნებით მოუწიათ ხტუნაობა... ამიტომაც ცელოფანი კონკურსის ბოლოსკენ გაიხა მაგრამ არ იმჩნევდნენ არაფერს და მაინც აგრძელებდნენ თამაშს.... აქაც დიდი საცოდავობა იყო... აქაც ეცემოდნენ და თავპირს იმტვრევდნენ...
და ბოლოს დაიწყო ბოლო თამაში... მოკლედ სირბილით უნდა მოსულიყვნენ ბოთლთან თითი უნდა დაედოთ ბოთლისთვის და ათი კრუგი დაერტყათ და ისევ უკან გაქცეულიყვნენ... აი აქ იყო ნამდვილი ხალისობა... მოკლედ მეც გადავწყვიდე ბოროტად გავრთობილიყავი და როცა ბოთლთან მოვიდოდნენ და კრუგებს ურტყამდნენ მთელი ხმით ვეძახდი რომ თვალები დაეხუჭათ რომ თავბრუ არ დახვეოდათ (არადა პირიქით არის...) ხოდა ზოგი მიჯერებდა ზოგი არა... მაგრამ ვინც იჯერებდა უნდა გენახათ რა სანახავები იყვნენ... თვალებში ოთხად ხედავდნენ ყველაფერს და სხვაგან გარბოდნენ... ერთი სიტვით ამით დასრულდა მხიარული სტარტები... არავინ ფიქრობდა ვინ გაიმარჯვა და ვინ არა...
ამ ყველაფრის მერე ან ბუნგალოში ვიყავით ან ოთახში... სრულიად უსაქმურად... არ ვიცოდით რა გვეკეთებია და უაზრობებს ვაწერდით ერთმანეთს მაიკებზე... ყველამ გავცვალეთ ერთმანეთის ტელეფონის ნომრები... ადნაკლასნიკები... ფეისბუკი... და რათქმაუნდა სკაიპი...
ჩემს სკაიპზე დიდი მოთხოვნა იყო... იმიტომ რომ ყველას ძალიან ბევრი ფოტო მქონდა და რათქმაუნდა სკაიპის გარეშე ვერცერთი ვერ მიიღებდა ამ ფოტოებს... მოკლედ ამასობაში მურმანამაც ამოიდგა ენა და უკვე ძალიან გაიხსნა... ბავშვებიც ისე აღარ ეკაიფებოდნენ როგორც ადრე... მერე ვკითხე მურმან ხომ გიხარია რომ მიდიხარ სახლში თქო... და არა არც ისე არ მიხარიაო... რაღაცნაირად შეგვეჩვია და არ ეხალისებოდა მის ყოველდღიურ რეალობაში დაბრუნება...

სიმართლე გითხრათ არც მე მინდოდა სახლში დაბრუნება... იქ კიდევ ერთი კვირა დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი.... არ მინდოდა იმ ხალხის დატოვება ვისაც ამ შვიდი დღის მანძილზე ძალიან დავუახლოვდი... ამიტომ ის გრძნობა რომ მალე უნდა წავსულიყავი სახლში მთელი დღის მანძილზე ცუდ ხასიათზე მაყენებდა ხოლმე...

დიდი იმედი გვქონდა რომ რაზმელებს ყველას ერთად ღამეს გაგვათენებინებდნენ და ვემზადებოდით ამისთვის... ოთახში მაინც რომ ვყოფილიყავით ყველანი ერთად... და ლიდერებსაც გავაცანით ეს იდეა... მაგრამ კონკრეტულად ჯერ არ იცოდნენ არაფერი...

საღამომდე ასე გავწელეთ დრო... საღამოს გამოსამშვიდობებელი კონცერტი უნდა ყოფილიყო... არც ამჯერად ვიცოდი კონცერტამდე რა უნდა გაგვეკეთებინა... რეპეტიციაზე დამიძახეს ფოტოები უნდოდათ... ჩვენი ლიდერი უნდა გამოსულიყო და ლექსი უნდა წაეკითხა... უკან ექვს ბიჭს ნაჭრით ჯვარი უნდა გაეკეთებინა... მართლაც ძალიან კარგად წაიკითხა თამთამ ლექსი... ძალიან კარგი და ლამაზი გამოვიდა... უკან ბიჭებსაც არ შეშლიათ არაფერი... კარგი გამოვიდა...
ბოლო დღე ლამაზად დავასრულეთ...

ცოტა ხანში ყველაფერი დამთავრდა და ოთახებისკენ წავედით... გვქონდა იმედი რომ ერთად გათენების უფლებას მოგვცემდნენ მაგრამ ამაოდ... გვითხრეს რომ ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ავსულიყავით ოთახებში... ლაპარაკს აზრი არ ქონდა და წავედით...
მთელი დღე ლიდერი გვთხოვდა რომ დაპასტვა და ესეთები არ გაგვეკეთებინა... იმიტომ რომ დაისვრებოდა იქაურობა... მერე სხვა ბავშვებიც უნდა ჩამოსულიყვნენ და დასვრილი დახვდებოდათ... მოკლედ ოთახებში ავედით... მიუხედავათ იმისა რომ გაფრთხილებულები ვიყავით გაპასტვაზე მაინც არავინ იძინებდა იმიტომ რომ ეშინოდათ არ გაპასტულიყვნენ... მე სადამდეც შემეძლო ვიფხიზლე... მარა მერე ძილმა მძლია და ჩამეძინა... :(((

მეორე დილით ვირვიძებ და ვხედავ ფეხის და ხელის ფრჩხილები შავაგ მქონდა შეღებილი... მერე ხელზეც დავინახე დიდი ლაქა... :( სახეზეც დასვრილი ვყოფილვარ... მოკლედ კარგად ვიყავი ამოსვრილი... ჩავედი ქვემოთ და ხელ პირი დავიბანე... ძლივს გავიშორე ფეხებზე და ხელებზე ის საზიზღრობა...

უკვე წამოსვლის დრო იყო... ჩანთა ჩავალაგე... ყველაფერი კარგად ჩაეტია... არაფერი არ დამრჩენია... :))) ჩანთებით ეზოში ჩამოვედით სადაც უკვე იყო ჩვენი მარშუტკები ჩამოსული... რატომღაც ქუთაისიდან კარგი მარშუტკებით წაგვიყვენეს და იქედან კიდე ისეთი მარშუტკებით წამოვედით გვეშინოდა არ დაშლილიყო გზაში...

მოკლედ ჩავალაგეთ ბარგი მარშუტკაში... მერე საჭმელი ვჭამეთ და ნელ ნელა მიდიოდნენ სხვადასხვა ქალაქებისკენ ბავშვები... ))) ცოტა ხანში დავემშვიდობე ყველას და წამოვედი...

ასე დასრულად ჩემი არდადეგები ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში... მომენატრაბე ყველა... მომენატრება ის სიტუაციები რაც ბანაკში იყო... და დიდი იმედი მაქვს რომ იმ ბავშვებს ვინც ბანაკში გავიცანი კიდევ ერთხელ მაინც ვნახავ... თუ ყველს ერთად არა ცალ-ცალკე მაინც... :))))))

ანაკლია! (მეექვსე ნაწილი)


მეექვსე დღეც ჩვეულებრივად დაიწყო... დილით დიმამ წამოგვყარა... ოღონდ ამჯერად უფრო გვაჩქარებდა... დღეს მორიგეები ვართ და ადრე უნდა ავდგეთო... ყველა ადგა... ზოგი უცებ წამოდგა ზოგი აიზლაზნა... და ძლივს გამოფხიზლდა... ყველანი გადაღლილები ვიყავით... ბანაკმა მიაღწია პიკს და ყველანი რაღაცნაირად უმოტივაციოდ იყვნენ... ამან ჩემზეც იმოქმედა და დილიდან საშინლად დავიგრუზე... მოწესრიგების შემდეგ ისევ მოწყობაზე ჩავედით... ჩავედით და იქაც ჩვეულებრივად როგორც ყოველთვის ისე დავხვდნენ... ჰიმნს მოვუსმინეთ... მაგრამ ქუდის მოხდა და ხელის გულზე დადება მაინც ვერ ვისწავლეთ... სამწუხაროდ... ხოდა ამის მერე ვივარჯიშეთ... რაღათქმაუნდა მუსიკის ფონზე... და ცოტა გავხალისდით... გავხალისდით რა... ზოგი ისევ ინაზებოდა და იმანჭებოდა...

მოკლედ იმ დღეს მორიგეობა გადმოგვაბარეს ჩვენს რაზმს... წინას მადლობა გადაუხადეს და ჩვენ ტაშით გაგვამხნევეს... ჩვენ ისე მოგვიწია რომ ჩვენი რაზმი მარტო იყო მორიგე... დანარჩენ დღეებში სულ ორ-ორი რაზმი იყო ხოლმე მორიგე... ჩვენ იმიტომ მოგვიწია მარტო მორიგეობამ რომ თუ ორი რაზმი ვიქნებოდით მორიგე მაშინ ბოლო დღეს აღარავის მოუწევდა მორიგეობა... მოკლედ იმის გამო რომ მარტო ვიყავით ყველანი გვახმარებოდნენ დასუფთავებაში... დიდი საქმე არც იყო.. ეზოდან ნაგვის ურნები უნდა გაგვეტანა... მძიმე საქმე არც იყო...

დილით ეზოს დალაგების მერე საუზმეზე შევედით... იქედან რომ გამოვედით ზოგი ბუნგალოში წავიდა ზოგიც ოთახში ავიდა... ზოგიც კარებთან კიბეებზე ჩამოჯდა... ყველანი ყურებ ჩამოყრილები იყვნენ... ყველა გრძნობდა რომ წასვლის დრო ახლოვდებოდა და არავის არ უნდოდა ბანაკის დატოვება... მაგრამ რას ვიზამდით მალე უნდა დავშორებოდით ერთმანეთს... მე ვერ ვგრძნობდი ამ ყველაფერს... მოკლედ არ ვდარდობდი დიდად წამოსვლაზე... მაგრამ ჩემი სუსტი წერტილი ამოქმედდა და მეექვსე დღეს ყველა ბავშვს ძალიან დავუახლოვდი...
ესეთი ჯანდაბა მჭირს... სულ ესე ბოლო დღეებში ვიცი ხოლმე გახსნა... მანამდე ვერავისთან ვერ ვიხსნები... და მერე სულ მწყდება ხოლმე გული რომ მანამდე ვერ დავუმეგობრდი... მოკლედ ამ დღეს მაოს დამიმეგობრდა კარგად იმის გამო რომ წინა დღეს ხომ გახსოვთ ერთად რამდენი პამპერსი ვკერეთ... :))) მოკლედ სხვა ბავშვებიც გაიხსნენ ჩემთან... ყველამ კარგი ურთიერთობა დაიჭირა... მე ხომ მათ მოულოდნელად და ჩუმად სურათებს ვუღებდი... ისე უცნაური მიზეზი კია მაგრამ ალბათ მაგიტო დამიმეგობრდა ყველა... ისე შეიძლება არავისაც აღარ ვხსომებოდი დღეს იმდენი ფოტო რომ არ გადამეღო...

ამ დაღვრემილობაში ვიყავით როცა ოთახში ავედიიი... იქ ჩვენი კახელები და მურმანა პაექრობდნენ... ისინი სისხლს უშრობდნენ მურმანას და ისიც ცდილობდა გამკლავებოდა მათ... ქვედა ოთახიდან ბიჭები ამოდიოდნენ და მურმანას ანეგდოტების მოყოლას თხოვდნენ... მერე ავტოგრაფებიც მოითხოვეს... )))) გუშინდელი წარმატებული გამოსვლის შემდეგ ყველაზე "პოპულარული" იყო ბანაკში... ერთ რაზმში გოგო იყო სახელად გალინა... ვიღაცამ მოიგონა თუ მართალი თქვა ნაღდად არ ვიცი მაგრამ ხმა გავრცელდა რომ გალინას მურმანი უყვარსო... ამას მურმანი გამეტებით უარყიფდა...
- არა ბიჭო რა ვუყვარვარ... რაებს იგონებთ...
- როგორ არა ბიჭო... მე მითხრა...
- ოოო, რა გითხრა მე ვკითხე და არაო.... :(((

მოკლედ სალაპარაკო გამოძებნეს... და წავიდააა... ხომ აღარ გაჩუმდნენ...

ცოტა ხანში ბუნგალოში დაგვიძახეს და რაღაც თამაშის შესახებ გვითხრეს... მოკლედ ეზოში დამალული იყო რაღაც ფურცლები ყველა რაზმს განსხვავებული ფერი ქონდა... და ჩვენ ეს ფურცლები უნდა გვეპოვნა... რომლებზეც თითო-თითო ასო ეწერა და ამისგან სიტყვა უნდა შეგვეგვედგინა... მოკლედ მოგვცეს პირველი მინიშნება და წავიდა....
დაიწყო მთელს ეზოში ჩხრეკა... ოღონდ გაგვაფრთხილეს რომ ოთახებში და ზღვაში არაფერი იქნებოდა და გვითხრეს არ შევსულიყავით...

ჩვენი რაზმის პირველი მინიშნება იყო სანაგვე ყუთები... ყუთების ქვეშ უნდა გვეპოვა მინიშნებები... პირველი დავალება უცებ შევასრულეთ... და მეორე დავალებაც იმავე ფურცელზე ეწერა თუ სად იყო მეორე მინიშნება... ეს იყო ზღვის მხარეს პალმების ძირში... ამის მოძებნა ძალიან გაგვიჭირდა... და ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ... ძლივს მივაგენით... ქანცი აღარ გვქონდა... :((( მოკლედ იმ ფურცელზე ეწერა რომ უნდა გვეპოვა ბანაკში ყველაზე ეულად მდგარი ხე... ეს ხე კი ეზოს მეორე ბოლოში სასადილოსთან იყო... მთელი ეზო გიჟებივით გადავირბინეთ... მივადექით ხეს და მინიშნებაც ვიპოვეთ... იქ ეწერა რომ სტადიონზე კარების ბადეში იქნებოდა შემდეგი მინიშნება... იქაც ადვილად მივაგენით მინიშნებას... იქ კიდე ეწერა რომ სადარბაზოების კიბეების მოაჯირების ქვეშ უნდა გვეძებნა... :((( ძალიან ბევრი კიბე იყო... და ორჯერ მეტი მოაჯირი... :( ყველაფერი შემოვირეთ ვერაფერი ვიპოვეთ... :((( დიდი ხნის ძებნის შემდეგ ძლივს მივაგენით... :((( მაგრამ უკვე გვიანი იყო... თითქმის ბოლო ადგილზე გავედით... მხოლდ ერთ რაზმს მოვუგეთ... მე-7 რაზმი მე-7 ადგილზე გავიდა... სიმბოლურია... კარგია რა... :))) ამაზე რატომღაც დიდად არ გვიდარდია... მერე გვითხრეს რომ ყველაფერი ამით არ ამოწურულა და მეორე და მესამე ტური ცოტა ხანში დაიწყებოდა... სიმართლე გითხრათ აღარ მქონდა ხალისი იქ მონაწილეობის მიღების... ბუნგალოში განმარტოვებით დავჯექი და ვუყურებდი მათ... შეჯიბრი სიმღერაში,ცეკვაში და ლექსის მოყოლაში იყო... ჩვენი რაზმის ბავშვებმა იმღერეს მაგრამ არც თუ ისე კარგად... ნუ საერთოდ ვერ იმღერეს...
ამან საერთოდ მომსპო და წამოვედი ბუნგალოდან... ვიფიქრე ავალ ოთახში და ცოტას დავიძინებთქო... თავიც მტკიოდა...

მაგრამ რად გინდა... კახეთის სასტვი და მურმანა რომლებიც ოთახიდან არ გამოდიოდნენ ფორმაში იყვნენ და სულ "კაიფობდნენ". დიდი კიარაფერი იყო და დიდად სასაცილოც არაფერი ყოფილა მაგრამ რატომღაც მათ ეცინებოდათ და თან საკმაოდ მაღალ ხმაზეც ეცინებოდათ... დაძინება ვცადე მაგრამ ვერ მოვახერხე...

სადილისთვისაც დაგვიძახეს და ქვემოთ ჩავედი... სასადილოსკენ დაწყობილები წავედით... მივადექით სასადილოს... რიგრიგობით ვჭამეთ... კარგი საჭმელები კი იყო ნაღდად...

სადილის მერე აი მთელი დღე უაზროდ ვიყავი მე პირადად... ხან ოთახში ვიყავი... ხან ბუნგალოში... ბუნგალოში ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ ჯოკერს... დაუღალავად... მე არ მითამაშია... იმიტომ რომ არ ვიცი ჯოკერის თამაში... უბრალოდ ვერ ვხვდები რა "მუღამს" იჭერენ მაგ თამაშში... ჩემი აზრით ყველაზე ცუდი თამაშია...

თუ ბუნგალოში არ ვიყავი ოთახში ვიყავი და იქაც ერთი და იგივე ტექსტები მესმოდა... სულ მურმანაზე კაიფობდნენ... მაგრამ განსხვავება ის იყო რომ მურმანა უკვე გათამამდა და ხელის და ენის შემობრუნებაც გაბედა... ალბათ პოპულარობამ თავისი ქნა მაინც....
ხოოდა იყო ესეთი გაწამაწია... ვისაც არ ეზარებოდა ყველა ეკაიფებოდა... უკვე მეცოდებოდა რა... ისიც ხომ ადამიანია მასაც ხომ აქვს გრძნობები... მემგონი ვბოდიალობ ეხლა მე...

საღამოს ვახშმამი უნდა გვეჭამა... კარგა მოშიებულები ვიყავით... წავედით და ვჭამეთ...
გამოვედით და ისევ უაზრო ხეტიალს მოვყევით... არავინ ემზადებოდა ღონისძიებისთვის... იმიტომ რომ უბრალოდ ლიდერებსა და პატრიოტებს შორის შეჯიბრი უნდა გამართულიყო...

მოვიდა შეჯიბრის დროც... სკამების გარშემო უნდა გერბინა... ხოდა ერთით ნაკლები სკამი იდო... ვიღაც ფეხზე რჩებოდა და ვარდებოდა თამაშიდან... ალბათ ყველამ იცით ეგ თამაში... ხოდა მაგ თამაშში ლიდერმა გაიმარჯვა...

მეორე თამაში იყო ორი ბიჭი ამოიყვანეს სცენაზე... თვალები აუკრეს... სკამზე დასვეს... ხელში რათაცები მისცეს... რბილი რაღაცები იყო... ხოდა უთხრეს რომ განიშნებთ ერთმანეთს დასცხეთო... მაგარი გართობაა ვერაფერს იტყვი... ხოდა ანიშნეს... ამათმაც დაიწყეს ქნევა მაგრამ მთავარი ის იყო რომ გვერდიდან უკნიდან და ყველა მხრიდან ორივეს ლიდერები მთელი ძალით ურტყამდნე ამ შეკრულ ადიელებს... მოკლედ ხალხი ცუდად იყო სიცილისგან...

მერე ახალი კონკურსი დაიწყო... თვალები აუკრეს ოთხ ბავშვს და რაღაც ბურთით ათამაშებდნენ მაგიდაზე... სული უნდა შეებერათ... ისინიც უბერავდნენ... მერე ფქვილით სავსე თეფში დაუდგეს... და იმისთვის აბერინეს სული... სულ ამოიგანგლენ ფქვილში...

მემგონი ასე დასრულდა... აღარ მახსოვს იყო თუ არა მერე რამე... ან მანმდე...
ბოლოს ტრადიციულად დისკოტეკა იყო... მე რათქმაუნდა არ დავრჩი... ან რა მინდოდა... დიდი მოცეკვავე მე ვარ... ცოტა ხანში ყველაფერი დამთავრდა და ოთახებში წავედით...

ოთახში ისევ ანეგდოტების ხმა ისმოდა... ხან მურმანაზე კაიფი ისმოდა... მოკლედ ცოტა ხანში ყველა გაჩუმდა და დავიძინეთ....

ანაკლია! (მეხუთე ნაწილი)


მეხუთე დღეც გათენდა... ისევ ტრადიციულად დაიწყო... დილით დიმა შემოვიდა აბა ბიჭეებოოო ავდგეთ ავდგეეთ... მოკლედ წამოგვყარა ყველა ზემოთ... ყველანი აიზლაზნენ და ნელ ნელა შევუდექით ჩაცმას... მერე ხელ პირის დასაბანად წავედით... ქვემოთ ამბავი დაგვახვედრეს წყალი არ არისოოო ყველამ წუწუნი მორთო... აუ რაარი ესო... რა უბედურებაარისო... მოკლედ წუწუნის მერე მოვიდა წყალიც... ყველამ ასე თუ ისე მოვიწესრიგეთ თავი... გავედით მოწყობაზე... კიდევ ერთხელ გავიხსენეთ კიდევ ერთხელ რომ პატრიოტები ვიყავით... მერე საქართველოს გაუმარჯოს ვიყვირეთ... მართლაც რომ გაუმარჯოს რა საქართველოს ჩვენს ხელში... ხო ეს სხვა თემა... მერე დილის გამამხნევებელი ვარჯიშები გავაკეთეთ ტრადიციულად... ზოგმა გულიანად ... ზოგი კიდე უაზროდ იზლაზნებოდა... ამაზრზენი საყურებელი იყო... მერე ჰიმნის დრო მოვიდა... დაიწყო ჰიმნი და ზოგს ქუდის მოხდა დაავიწყდა ზოგს გულზე ხელის დადება... ზოგი კიდე ბოლო ხმაზე ღნაოდა ჰიმნს...
ამ ყველაფრის მერე ეზო დავალაგეთ... ბევრი არაფერი იყო დასალაგებელი მაგრამ მაინც...

მერე ოთახებში დავრუნდით... და ისევ ისე როგორც გუშინ... ზოგმა დაიძინა... ზოგმა ბუნგალოს შეაფარა თავი... სადაც კარგად გრილოდა და შუადღის სიცხეს მშვენივრად დააღწევდი თავს...

მე ოთახში ვიყავი... ჩემს ლოგინზე წამოგორებული... და ვუსმენდი ბავშვების ლაპარაკს... მოკლედ გუშინდელი მხიარული დღის შემდეგ მურმანის მიმართ ინტერესმა ოთახში ერთი ათად იმატა... ყველა თხოვდა ანეგდოტები მოეყოლა... რომელზეც წინასწარ იცოდნენ რომ არ გაეცინებოდათ... მოკლედ მურმანაც გაუთავებლად ყვებოდა ამ ანეგდოტებს... ბავშვებიც იხეოდნენ სიცილით... ხომ იცით რაზეც... იმაზე იცინოდნენ რომ ანეგდოტზე არ ეცინებოდათ... ანუ მურმანას დასცინოდნენ... საშინელება იყო... უკვე არ მეცინებოდა... ცუდად ვხდებოდი ამ სიტუაციაზე...

მურმანას პოპულარობამ ქვედა ოთახშიც ჩააღწია და ჩვენი რაზმელი ბიჭები ამოდიოდნენ ქვემოდან და აყოლებდნენ ანეგდოტებს... მურმანაც ყვებოდა და ყვებოდა... არ ეზარებოდა ალბათ... და ესენიც იყვნენ ერთ ამბავში... იცინოდნენ კვდებოდნენ სიცილით და ერთ ამბავში იყვნენ... მოკლედ ასე გავიდა დრო შუადღემდე...

მერე სადილის დრო მოვიდა...

სადილის შემდეგ ფეხბურთის თამაშის დროც მოვიდა... გუშინ ჩვენმა რაზმმა ითამაშა და მოიგო... 4-1 თუ არ ვცდები... ხოდა იქ ერთ-ერთი ულამაზესი გოლი სოლომონმა გაიტანა...
მოკლედ ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენი გუნდი ნახევარ ფინალში გავიდა... იქ მეზობელ მე-8 რაზმს შევხვდით... რომელიც ყველაზე ძლიერი იყო... და თითქოს ყველამ წინასწარ დაყარა ფარხმალი... ბიჭები ამბობდნენ რომ აზრი არ ქონდა მათთან თამაშს უეჭველად დამარცხდებოდნენ... თამაში უშეღავათო გამოდგა... ბიჭები ბოლომდე იბრძოდნენ... მაგრამ ამაოდ... შიში გამართლდა და ჩვენი გუნდი დამარცხდა... ძალიან დაგვწყდა გული მაგრამ რას იზამ...

დაახლოებით 8 საათიდან...ბუნგალოდან არ გამოვსულვარ... იქ ვიყავი და სოლომონის ტელეფონით ვერთობოდი... მოკლედ რატომღაც ოთახში ასვლა არ მინდოდა... და არც ავდიოდი... აზრზე არ ვიყავი რას გეგმავდნენ ჩვენები საღამოსთვის... და რატომღაც არც მაინტერესებდა... ასე 10 საათისთვის ოთახში ავედი და რაც ვხედავ... დიდი ფორმატებით ხელში ზის ჩვენი რაზმელი მაო და რაღაცებს ჭრის... გავოცდი მეთქი რას აკეთებთ??? მაომ დაუჯერებელი რამ მითხრა... ბიჭებს პამპერსებს ვუკერავო... ვაიმეეე....
- რატომ კერავ?
- იმიტომ რომ დღეს რეკლამა უნდა გავაკეთოთ და თან მოდების ჩვენება უნდა მოვაწყოთო...
- და შენ რომ გაკეინებენ ამ პამპერსებს რამე დააშავე???
- არა უბრალოდ ჩემი იდეა იყო და ამიტომ ვაკეთებ მეო...
თან იჯდა და ჯერ ერთიც არ ქონდა გაკეთებული... იმიტომ რომ კახელები და მურმანა არ აძლევდა ამის საშუალებას... მათ ლაპარაკზე სიცილისგან ცუდად იყო... მაკრატელი ხელში უკანკალებდა... თან ბიჭები არ უჩერდებოდნენ რომ ზომები აეღო... ძალიან შემაცოდა... და დახმარება გადავწყვიტე... ექვსი ცალი უნდა გაეკეთებინა ღამის 12ის ნახევრამდე... მოკლედ დავიწყე სათითაოდ მათი დაჭერა... და ზომები ძალით ავუღეთ... პირველი ხუთი შერჩეული იყო... ზომებიც აღებული იყო... დავიწყეთ გამოჭრა... გამოჭრილები დავსკოჩეთ რომ არ გახეულიყო... მოკლედ დიდი სამუშაო იყო... ხუთივე თითქმის მზად იყო... და მეექვსე მთავარი გვჭირდებოდა რომელისათვისაც განსხვავებული ფირმის და ფერის პამპერსი უნდა შეგვეკერა...

იმ ხუთი ბიჭისგან მკვეთრად განსხვავებული ბიჭი რომელსაც განსხვავებული ფერის და განსხვავებული ფირმის პამპერსს ჩავაცმევდით ჩვენს რაზმში იყო მხოლოდ მურმანა!
მოკლედ მურამანას დათანხმებაღა რჩებოდა... სასტიკ უარზე არ დამდგარა მაგრამ თავიდან ცოტა თავი დაიფასა... მაგრამ როდესაც მაო შეპირდა შენ თუ გამოხვალ პამპერსით ორცალ PEPSI - ს გიყიდიო... მაშინვე დათანხმდა... მაგრამ რათ გინდა... კარგა მოზრდილი და ჩასუქებული იყო ჩვენი მურმანა... ერთიცალი ფორმატი არ შემოწვდა... ამიტომ მეორე მივადეთ და სასურველ ზომაზე შემოვჭერით...

მოკლედ ჩემი დახმარებით მურმანას დიდი პამპერსიც ცოტა ხანში მზას იყო... ერთი სიტყვით ყველაფერი კარგად იყო... მხოლოდ პამპერსების მორგებაღა რჩებოდა...
რათქმაუნდა ამას გოგო ვერ გააკეთებდა... და აბა ვის მოუწია თქვენი აზრით ამ საქმის გაკეთება??? :((( ხოო, მე მომიწია... :( კიდე კარგი სოლომონი დამეხმარა... სათითაოდ ყველანი დავსკოჩეთ... და შევამაგრეთ... ზოგი პანტაპუნტით იხეოდა მაგრამ "სკოჩით" ვაწებებდით და ვაწებებდით... მურმანას პამპერსმა წაიღო... თითქმის ბოლომდე გამოცალა... მოკლედ ყველანი მზად იყვნენ გამოსასვლელად...

მაგრამ დღეს ხომ მეორე კონკურსიც იყო... მოდების ჩვენება... მოდების ჩვენებაზე უნდა გამოგვეტანა კაბა რომელიც ჩვენი ხელით იყო დამზადებული... ამ კაბის დამზადების პროცესს ნამდვილად ვერ მოვყვები იმიტომ რომ არ დავსწრებივარ... ხოდა მოკლედ ეს კაბა იყო "მადონას სტილში" თუ რაღაცაში გაკეთებული... და კარგიც გამოვიდა... და ჩვენმა რაზმელმა ანამ კარგადაც მორგო...

თორმეტის ნახევარიც მოახლოვდა და ჩვენაბაც იწყებოდა... მე ჩემი ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და დავიწყე ფოტოების გადაღება... ჩვენი ლიდერი დიმა წამყვანი იყო და აქტიურად მოგვიწოდებდა ბევრი ფოტოს გადაღებისკენ... მეც ვიღებდი და ვიღებდი... :)))

ხო მართლა ამ კონკურსს ჟიურიც ყავდა... რომელიც 4 თუ 5 კაცისგან შედგებოდა...

დაიწყო კონკურსიც... ჯერ რეკლამის ჯერი იყო... ყველა რაზმმა სხვადასხვა ფირმის რეკლამა წარადგინა... ჩვენ მეშვიდეები ვიყავით... ხოოდა ჩვენი ჯერი რომ მოვიდა ბიჭები გამოტანტალდნენ პამპერსებით და ზოგი ღნაოდა ზოგი ჩხაოდა... მხოლოდ მურმანა იცინოდა მას ხომ "მოლფიქსის" სუპერ პამპერსი ეცვა... დანარჩენებს უბადრუკი ჩვეულებრივი პამპერსები ეცვათ... და ამიტომაც ტიროდნენ...

ამათ დანახვაზე ხალხი სულ შეიშალა... რავიცი მემგონი მოეწონათ... დიდი ოვაციებით შეხვდნენ და ჟიურისგან მაღალი ქულებიც დაიმსახურეს...

მაგრამ არ გაგვიმართლა... პირველზე "ბარამბო" - ს რეკლამა გავიდა... რაც დიდი არაფერი იყო მაგრამ ჟიურის ის უფრო მოეწონა... ჩვენ კი მეორე ადგილზე გავედით სამ რაზმთან ერთად...

რეკლამების შემდეგ მოდების ჩვენების დროც მოვიდა... ჩვენი მონაწილე ამჯერადაც მეშვიდე გამოვიდა პოდიუმზე... ყველას ძალიან მოეწონა... ჟიურიც აღფრთოვანდა... მაგრამ რატომღაც მერვე რაზმელმა გაიმარჯვა... და ანა მეორე ადგილს დასჯერდა... მაგრამ ჟიურიმ გადაწყვიტა გული რომ არ დაწყვეტოდა დამატებითი ნომინაცია დაემატებინა და იმაში გამარჯვებულად გამოეცხადებინა... "მის ელეგანტურობა" თუ რაღაც ესეთი მოიფიქრეს... როგორც ვიცი გული დიდად არ დაწყვეტია მაგრამ იმათ თავი გაიმართლეს მაინც...

მოკლედ დღევანდელი დღე მეორე ადგილზე დავასრულეთ... ამ ყველაფრის მერე დისკოტეკა იყო... ზოგმა იცეკვა ზოგმა არა... ზოგი გაერთო ზოგი ვერა... მოკლედ ასე იყო რა...

ღამის ორი საათისთვის ყველანი ოთახებში ვიყავით... ჩვენ ოთახში ისევ მურმანას სახელი ჟღერდა ყველაზე ხშირად... კიდევ ითხოვდნენ მისგან ანეგდოტების მოყოლას... მაგრამ მურმანას გული ქონდა უკვე აცრუებული და დიდი თხოვნის მერე თუ მოყვებოდა ხოლმე ანეგდოტს...

მერე შუქებიც ჩავაქვრეთ და ყველამ დაიძინა... მარტო ორ კახელს არ ეძინებოდა... და გაუთავებლად ლაქლაქებდნენ... რაღაცებს ყვებოდნენ... და იცინოდნენ... მარტო მე გამომიჭირეს და არ მაძინებდნენ... ყოველ წუთას მეძახდნენ გვისმეენ? მეც კიი გისმეენთ.. არ მინდოდა წყენოდათ ხმას რომ არ გავცემდი... დებილი ვარ რა... დამეძინა.... კარგი 4 საათამდე არ გაჩუმდნენ... და ძლივს ჩამეძინა...

ესეც მეხუთე დღეე :)))))))))))

ანაკლია! (მეოთხე ნაწილი)


ძალიან კარგი მესამე დღის მერე ყველამ კარგ ხასიათზე გავიღვიძეთ... (ისევდაისევ... გავიღვიძეთ რა დიმამ გაგვაღვიძა :))) )ყველანი ვიცინოდით და ვუღიმოდით ერთმანეთს... ცუდზე აღარავინ ფიქრობდა... ყველანი კარგ ხასიათზე ვიყავით... ასეთი წარმატებული დღის შემდეგ სხვანაირად არც შეიძლებოდა...

დილით მოწესრიგების შემდეგ მოწყობაზე გავედით... ლიდერები მოგვესალმნენ... კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ვინ ვიყავით ჩვენ... კიდევ ერთხელ დავჭექეთ საქართველოს გაუმარ ... ჯოს... ჯოს... ჯოს... შემდეგ საქართველოს ჰიმნს მოვუსმინეთ... მერე დილის გამამხნევებელი ვარჯიშები გავაკეთეთ დიჯეი ფანდურას მუსიკის ფონზე... ყველანი მთელი ბანაკი კარგ ხასიათზე იყო... მათ შორის ჩვენი რაზმიც... ცუდად ყოფნის მიზეზი არც გვქონდა...

მოკლედ ვარჯიშების და ჩვენი ვინაობის გახსენების შემდეგ ეზო დავასუფთავეთ ტრადიციულად... შემდეგ ოთახებში ავედით... და ვისვენებდით... არავის ახსოვდა წინა დღეს დათქმული სიტყვა დილიდან დავიწყოთ კონცერტისთვის მზადებაო... ყველა წამოწვა და წამოგორდა... მათ შორის მეც... რატომღაც მეძინებოდა... მაგრამ ვინ გაცადა დაძინება... მურმანიკო გვყავდა ოთახში... მოკლედ ანეგდოტების მოყოლა დაიწყო... მის მოყოლილ ანეგდოტზე არავის ეცინებოდა... მაგრამ იმაზე გვეცინებოდა რომ მის მოყოლილ ანეგდოტზე არ გვეცინებოდა... მოკლედ იყო ერთი სიცილ ხითხითი... კახელებიც ცდილობდნენ ანეგდოტებით გავეხალისებინეთ მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ... არავინ არ იცინოდა არც მათ მოყოლილ ანეგდოტებზე... ხომ გახსოვთ რომ ვთქვი მეორე დღის მერე ჩვენს ოთახს სენი შეეყარათქო...
ხოდა ვიყავით ესე უაზროდ და იმაზე ვიცინოდით რომ ერთმანეთის მოყოლილ ანეგდოტებზე არ გვეცინებოდა... ხომ დიდი აბდაუბდაა??? ეგრეა ნამდვილად მაგრამ ესე იყო და...

მიუხედავად ამისა მურმანი მაინც ჯიუტად აგრძელებდა ანეგდოტების მოყოლას... და ცდილობდა ვინმე გაეცინებინა... უკვე იმდენი უაზრო ანეგდოტი მოყვა რომ ყველას ყელში ამგვივიდა... მერე ეტყობა მიხვდა რომ ასე ვერაფერს გააწყობდა და გადაწყვიტა პირადი ცხოვრებიდან მოეყოლა კურიოზები... და დაიწყოოოოოოოოოოოოო....
მოკლედ ისე ჩაილაპარაკა თავისთვის 3 კომპიუტერი მაქვს განაფუჭებიო... ვაა ყველამ თვალები ქაჩეს და ყველა ჩაეკითხა როგორ მაინც როგორ მოახერხეო?
ჰმ! როგორ და 2004 წელს პენტიუმ 2 მქონდაო... ხოდა სახლს დაცვა დაუყენე იმიტომ რომ ბაბუჩემის ანტიკვარული ნახატები და უძველესი დროის თიხის ნაკეთობები მქონდაო... მოკლედ ისეთი დაცვა დავაყენე რომ თუ ვინმე კომპიუტერს ადგილს შეუცვლიდა კედლებში ჩამონტაჟებული ისრები გამოვარდებოდა და ქურდს მოკლავდაო...
ხოდა ერთ დღესაც გადმომივარდა კომპიუტერი სადგამიდან ხოდა ეს ისრები გამოცვივდა კედლიდან და მთელი სახლი დახვრიტა... და გააფუჭა მთლიანადო...
გასაოცარია საიდან აქვს ამ ბავშვს ამდენი ფანტაზია...
მოკლედ ხალხი ცუდად იყო სიცილისგან... ძირს ხოხავდნენ... მე კი ჯიუტად ვუსვამდი ათას დებილურ კითხვას...
- მისმინე მურმან კედელში როგორ გააკეთე ისრები?
- როგორ და ამოვჭერი ადგილებში იქ ჩავსვით ისრები და კომპიუტერს ადგილს რომ შეუცვლიდი გამოცვივდებაო...
- ვაა მაგარია... და რამდენი დაგიჯდა ეგ ყველაფერი?
- კომპიუტერი 300 ლარი დამიჯდა და მაგ დაცვის დაყენება 2.000 ლარიო...
- ვაა საღოლ ძმაო შენ!... :)))
მოკლედ ეს იყო მისი პირველი ისტორია... მერე უცებ ვკითხე აბა მეორე კომპიუტერი როგორ გაგიფუჭდა?
არც დაფიქრებულა ისე მიპასუხა... როგორ და კომპიუტერის ტვინს ყავა დავადგი შიგნით ჩაიქცა და გაფუჭდაო... :(((
აბა მესამე როგორღა გააფუჭეთქო? და იმაზეც ოდნავი წაბორძიკების შემდეგ მიპასუხა: ლეპტოპი საწოლზე მქონდა დადებული ინტერნეტიდან რაღაცას ვიწერდი და მეზობელი შემოვიდა არყის ჭიქით ხელში და ასე მითხრა უნდა დაგლოცოო... ხოდა დამლოცა და ის არაყი ზედ კომპიუტერს გადაასხაო...
მოკლედ ბავშვები ცუდად იყვნენ სიცილისგან... მურმანა კი მშვიდად განაგრძობდა მისი ისტორიების მოყოლას... :)))) მართლაც საოცარი კაცი იყო რა... ნეტა ოდესმე თუ შევხვდები მურმანს... :))) იმედია შევხვდები... :))) მაგრამ არ იფიქროთ ბანაკში მისი ისტორიები ამოიწურა...

ამასობაში სადილის დროც მოვიდა... წავედით,ვჭამეთ... და კარგი ნაწამ ნასვამები გამოვედით იქედან... ჰოოდა... სანამ საღამოსთვის მზადება დაიწყებოდა ჩვენი რაზმის ბიჭებმა ფეხბურთი ითამაშეს... მე ძალიან მაგარი ფოტოები გადავიღე ყველას მოეწონა და რავი... მემგონი კარგი იყო ... მერე გოგო ლიდერებსა და პატრიოტ გოგოებს შორის გაჩაღდა ფეხბურთი... ძალიან სასაცილო რამ გამოვიდა... ეს იყო ნათელი მაგალით თუ როგორ აკეთებს ადამიანი იმას რაც არ შეუძლია... მაგრამ ჩვენს ბანაკში რამდენიმე სომეხი გოგო და ბიჭი იყო... გოგოები ძალიან მაგრად თამაშობდნენ ფეხბურთს... რაც მართალია მართალია...
ფეხბურთების მერე დაიწყო საღამოსთვის მზადება...
უი არ მითქვამს... ეს დღე ხომ სიყვარულის დღე იყო... ხოოდა სიყვარულის თემაზე უნდა გაგვეკეთებინა რაიმე დადგმაა...
ჩვენმა ლიდერმა თამთამ შემოგვთავაზა გაგვეკეთებინა ზეზვას და მზიას პირველყოფილი სიყვარული... თუ როგორ შეუყვარდათ მათ ერთმანეთი...
მოკლედ სიუჟეტი აესეთი იყო... ზეზვა ხეების ქვეშ იჯდა და ცდილობდა კაჟის ქვებით ცეცხლი გაეჩინა... ამასობაში საიდანღაც მზია გამოჩნდა... ზეზვას წინ ჩაურბინა და მისი ყურადღება მიიპყრო... ზეზვა გამოეკიდა და მზიაც ემალებოდა... მოკლედ ბოლოს ერთ ხესთან შეჩერდნენ საიდანაც ვაშილი ჩამოვარდა ორივე დაიხარა და.... სტოპ კადრი.... ამ დროს კუპიდონი შემოდის და დიდის ინტერესით ათვალიერებს ორივეს... მერე იღებს მშვილდ ისარს და ორივეს ესვრის სიყვარულს... მაგრამ არცერთს არ აქვს რეაქცია... ამაზე ბრაზდება კუპიდონი და და მიდის ჩაქუჩი მოაქვს რომელსაც დიდი გულები ახატია... მოკლედ ორივეს უთავაზებს თავში და გააღვიძებს მათში სიყვარულს... ხოდა მერე ზეზვა ნელ ნელა უახლოვდებოდა ქალს... ხან თითი მიადო ხან თმების სურნელი შეიგრძნო... ხან თმები აუბურძგნა... მოკლედ შეუყვარდა რა...
და ეს იყო ამ წარმოდგენი არსი... ხოოდა ამ სცენარის გაცნობის შემდეგ ყველანი აღფრთოვანებულები დავრჩით... და დავიწყეთ როლების გადანაწილება... ზეზვას როლზე დავამტკიცეთ ლევანი... მზია იყო ანა... და კუპიდონი იყო ჩვენი მურმანა... მოკლედ რეპეტიციებთან ერთად დეკორაციების შეგროვება დავიწყეთ... ლიდერს ქონდა საიდანღაც 4 დიდი ტოტი რომლებიც ხეები იქნებოდა და 4 გოგოს უნდა დაეჭირა...
მურმანს კუპიდონის ფორმა შეუკერეს... და ძალიან მაგარი გამოვიდა... ასევე ზეზვას და მზიას ტანზე ფოთლები ქონდათ შემოხვეული...
ყველაფერი კარგად მიდიოდა... საღამოც ახლოვდებოდა... მე ამ დროის განმავლობაში უამრავი ფოტო გადავიღე... და ჩემი სახელი "პაპარააც" სულ უფრო ხშირად ისმოდა... ძალიან სასაცილო მომენტებს ვიღებდი... და მადლობა ღმერთს არ იყვნენ რაზმში ისეთი პრეტენზიულები რომლებიც მხოლოდ დაყენებულ და დებილურ სურათებს იღებდნენ... მართალი გითხრათ დიდად არ მიყვარს ეგეთი ხალხი...
საღამოც მოვიდა და დაიწყო ღონისძიება... ყველა რაზმს რაღაც საინტერესო და განსხვავებული ქონდა... ჩვენი კი ყველას ჯობდა... განა იმიტომ რომ ჩვენი იყო... იმიტომ რომ მართლა კარგი იყო... ვინც სცენაზე გავიდა ყველამ ძალიან კარგად შეასრულა თავისი როლი... ლევანმაც,ანამაც და მურმანამაც... იმ გოგოებმაც რომლებსაც ხის ტოტები ეჭირათ ხელში და მუსიკის რითმს ყვებოდნენ... ძალიან კარგი საღამო გამოვიდა... ყველას მოეწონა... ყველანი გავერთეთ... :)))
აი კიდევ ერთი კარგი და ლამაზი საღამო... :)))
კარგი და დამღლელი დღის მერე ავედით ოთახში და განვაახლეთ ანეგდოტების მოყოლა... არავის ეცინებოდა მაგრამ მაინც ვყვებოდით... იქნებ ვინმეს გასცინებოდა... ცოტა ხანში ყველას ჩაეძინა და მეც დავიძინე... :))))

ანაკლია! (მესამე ნაწილი)


დიდი იმედ გაცრუების შემდეგ მესამე დილით ყველამ უხასიათოდ გავიღვიძეთ...გავიღვიძეთ რა გაგვაღვიძეს... დიმა შემოვიდა და აბა ბიჭებო ავდგეთო... მე პირადად საშუნელ ხასიათზე ვიყავი... ავდექი ხელ-პირი დავიბანე... და მოვემზადე დილის მოწყობისთვის... კარებთან როცა შევუკრიბეთ ყველანი ჩუმად იყვნენ... ხმას არავინ იღებდა ... აქა იქ თუ წამოიძახებდა ვინმე რამეს... ისეთ ხასიათზე ვერ ვიყავით როგორც სხვები... ისე ომახიანად ვეღარ ვყვიროდით... აღარც გვქონდა ხასიათი... და განწყობა... არც ლიდერები გვაძალებდნენ მაინცდამაინც...

სხვა რაზემბი გიჟებივით იყვნენ ყვიროდნენ და ერთ ამბავში იყვნენ... ჩვენ ძალიან მძიმედ ვიყავით... საერთოდაც მეორე დღემ დიდი დაღი დაგვასვა და ვერცერთ შემდეგ დღეს ვეღარ ვიყავით ყვირილის ხასიათზე... მიუხედავად იმისა რომ გვქონდა ძალიან წარმატებული დღეები მაგალითად დღევანდელი...

მოკლედ შევიკრიბეთ ყველანი და წავედით დილის მოწყობაზე... ყველა რაზმი დაწყობილები ვიყავით ნუმერაციის მიხედვით... ყველა რაზმმა იყვირა თავისი რაზმის სახელი დევიზი და შეძახილი... ჩვენც ვიყვირეთ მაგრამ არც თუ ისე კარგად... რაც მართალია მართალია... შემდეგ ბანაკის ხელმძღვანელებმა ბანაკის თავისებურებებში გაგვარკვიეს და გვითხრეს რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არა...

არც თუ ისე დიდი ხნის ლაპარაკის შემდეგ გვთხოვა ეზო დაგველაგებინა... 200 კაცი ვიყავით და ერთი გადავლით გავასუფთავებდით ეზოს... არავინ დაზარებულა თხოვნას... ყველა წავიდა და რაც შეხვდა ნაგავი აკრიბა და ნაგვის ურნებში ჩაყარა... ჩვენმა რაზმმაც შეასრულა თხოვნა და ჩვენც დავალაგეთ... მაგრამ კვლავინდებურად უხალისოდ... არაფრის ხალისი არ გვქონდა... ნუ მე პირადად ესე ვიყავი... და მეგობრების სახეებზეც იმავეს ვკითხულობდი...

ეზოს დასუფთავების შემდეგ ყველა ოთახებში წავედით... რამდენიმე დაწვა და დაიძინა... მე რატომღაც არ წამოვწექი და ჩვენი რაზმის მეორე ოთახში ჩავედი რომელიც ზუსტად ჩვენი ოთახის ქვემოთ იყო... ამ ოთახში ჩვენი ბიჭი ლიდერი და ათამდე ბიჭი იყო... უმეტესად ქუთაისიდან და სამეგრელოდან... ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ...

მეგრელებს ფანდური და სალამური ქონდათ წამოღებული... და ძალიან კარგად უკრევდნენ... ყველა მუსიკის დაკვრა შეეძლოთ რაც კი მონასმენი ქონდათ... უდავოდ ნიჭიერები იყვნენ... ძალიან კარგად უკრავდნენ... ხოდა როცა მათ ოთახში შევედი მათი სიმღერა გავიგონე... ძალიან მომეწონა... იქ უკვე გადაეწყვიტათ რომ მათი სიმღერით გავიდოდნენ მეორე დღის ღონისძიებეზე... მე ჩემი ციფრული გამახსენდა... და დავიწყე ვიდეოების და ფოტოების გადაღება... ისე საერთო ჯამში 1200 ფოტო გადავიღე ბანაკში ყოფნისას...

მოკლედ წავიდა სიმღერების შერჩევა... მოკლედ ძალიან ბევრი სიმღერის შესრულება შეეძლოთ... მაგრამ ქართულ ხალხური და თანამედროვე სიმღერების შესრულება გადავწყვიტეთ... მე რა გადავწყვიტე ვინც უკრავდა იმათ გადაწყვიტეს...
ხოდა მოკლედ რამდენიმე სიმღერა შევარჩიეთ... ეს იყო ქართული სიმღერების პოპური, პოპულარული ჯგუფის მგზავრების სიმღერა "მთვარე" და კომპოზიცია რაღაც ფანდურებით თუ სალამურებით... მოკლედ მაგეებში ვერ ვერკვევი... შემდეგ რეპეტიციები დაიწყო და ბავშვებმა გადაწყვიტეს რაღაც ინსტრუმენტები დაემზადებინათ რომლებიც საინტერესო ხმას გამოსცემდნენ... "მირინდას" ბოთლში და დიდ პლასტმასის ბოთლში სილა ჩაყარეს და აჩხარუნებდნენ.. ფანდურის ხმას აყოლებდნენ და კარგი ჟღერადობა გამოდიოდა... მოკლედ ყველა კარგ ხასიათზე მოვიდა იმიტომ რომ ყველამ იგრძნო რომ რაღაც ძალიან მაგრით წარვსდგებოდით მაყურებლის წინაშე... და ეს ძალიან გვახარებდა... მე აქტიურად დავიწყე ფოტოების გადაღება... და მალე "პაპარაცი" შემარქვეს... მართლაც კარგ ფოტოებს ვიღებდი... ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ მაგრამ მაინც... )))

მთელი დღის რეპეტიციების შემდეგ ღონისძიების ჯერიც მოვიდა... ჩვენი რაზმი მე-7 იყო და ამიტომაც ბოლოსკენ უწვდა გამოსვლა... რადგან სულ რვა რაზმი იყო... გამოსვლის მოახლოვებასთან ერთად დაძაბულობა იგრძნობოდა... ძალიან გვინდოდა კარგად გამოვსულიყავით... მეც კი მინდოდა იმის მიუხედავად რომ არ გამოვდიოდი სცენაზე... მაგრამ მინდოდა ჩემი რაზმი ღირსეულად გამოსულიყო...

მოკლედ მოვიდა ჩვენი ჯერიც ბავშვები სცენაზე ავიდნენ... ძირს დასხდნენ მიკროფონი მოირგეს... მე ხალხის მასა გავარღვიე და სცენას მივებჯინე... მინდოდა ვიდეო ჩამეწერა... ჩემების სიმღერის... მოვიმარჯვე აპარატი და სიმღერის დაწყებისთანავე ჩაწერა დავიწყე...
მე ვიყავი ბედნიერი რადგან ყელაფერი ძალიან კარგად გამოდიოდა... ბავშვები ყველანი გულით მღეროდნენ... და ყველას გულით უნდოდა კარგად ემღერა... ნუ ზოგს გამოსდიოდა ზოგს არა მაგრამ ეს რა სახსენებელია... მოკლედ დამთავრდა პირველი სიმრერა... და ხალხი ძალიან კმაყოფილი იყო... მერე მეორე სიმღერა დაიწყეს... ეს უფრო შთამბეჭდავი გამოდგა და ხალხიც უფრო ძლიერად უკრავდა ტაშს...
ხოლო როცა მგზავრების ჰიტი აჟღერდა ამაზე ხომ სულ გადაირია დამსწრე საზოგადოება და ყველანი აყვნენ ბავშვებს სიმღერაში... და მქუხარე ტაშიც არ დაინანეს... ყველა კმაყოფილი ჩანდა...
შემდეგ ჩვენი რაზმელი როსტომი გამოვიდა და დიდი გრძნობით წაიკითხა ლექსი... მართლაც ძალიან მოინდომა და გამოუვიდა კიდეც... კიდევ ერთხელ შეძლო მაყურებლის გულის მოგება... ))))))))

ერთი სიტყვით ძალიან კარგი დღე გამოვიდა... ყველა ბედნიერი იყო... ყველა ბავშვი დარჩა ღონისძიების შემდეგ დისკოტეკაზე... და ყველა ძალიან კარგ ხასიათზე იყო... ყველა იცინოდა და ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს... მეც ბედნიერი ვიყავი და მიხაროდა ძალიან... )))
დაწოლის წინ ყველამ მოვილაპარაკეთ რომ მთელი დღე უაზროდ ბოდიალის ნაცვლად დილით საუზმის მერე შევმდგარიყავით მუშაობას და ახალი დღისთვის უფრო კარგი რამეები მოგვეფიქრებინა...

მალე ოთახებში გაგვიშვეს... ჩვენც წავედით და ძალიან კარგი დღის შემდეგ წავედით და გემრიელად დავიძინეთ!!!

აი ესეც ჩვენი მესამე დღე...

ანაკლია! (მეორე ნაწილი)


პირველი ძალიან დამღლელი დღის მერე როგორც იქნა დავიძინეთ... ღამე ახალ გარემოსთან შეგუება გამიჭირდა... მთელი ღამე ვწრიალებდი და ვერ დავიძინე... მერე გარეთ გასვლა მომინდა... ორ სართულიანი საწოლები იყო და მეორე სართულზე ვიწექი... ხოდა რომ წომოვდექი და პირდაპირ გადმოვხტი... არ დავცემულვარ! და დავიწყე ჩუსტების ძებნა... სიბნელეში ვერაფერი დავინახე... და მეგობრის ჩუსტებით გავბოდიალდი გარეთ... სიმართლე გითხრათ უკან როდის ან როგორ დავბრუნდი არაფერი არ მახსოვს...

მოკლედ მეორე დილით რვა საათზე უკვე ყველა ფეხზე იყო... არავის გავუღვიძებივართ... იმიტომ რომ ყველა ლიდერმა მემგონი მთელი რამე გაათენა... იმ დღეს ხომ თვით საქართველოს პრეზიდენტი უნდა მობრძანებულიყო... ხოდა როგორც გითხარით ნახევრად ხარაჩოებში იყო იქაურობა.... მთელი ღამის უძილობამ შედეგი გამოიღო და მთლიანად მოხსნეს ხარაჩოები... როცა ფანჯრიდან გადავიხედე მუშები გამალებით ხვეტავდნენ ეზოს... რომ ნაგავი არ დარჩენილიყო... მოკლედ პრეზიდენტი 2 საათზე უნდა მოსულიყო.. და მანამდე რატომღაც საჭმელს არ გვაჭმევდნენ...

10 საათიდან ეზოში შეგვკრიბეს და გვავარჯიშეს თუ როგორ უნდა მივსალმებოდით პრეზიდენტს... ძალიან ცხელოდა... და იმ ეზოშიც ერთი ხე არ იდგა რომ შეფარებოდი...
მოკლედ მაგრად გადაგვიხურდა თავები... 2 საათიანი მეცადინეობის მერე ფორმები დაგვირიგეს... ხოდა გაგვიშვეს ოთახებში...

ცოტა ხანში ისევ შეგვკრიბეს ეზოში და დაგვაყენეს ერთად... ყველანი ფორმებში ვიყავით გამოწყობილები... ორ ბავშვს დიდი დროშები დააჭერინეს აქეთ იქით საქნევად... მაგრამ რათ უნდოდათ დროშები იქაურობა ისედაც დროშის ფერებში იყო გადაჭრელებული...
ძალიან ძლიერი სიცხე იყო უკვე გაუსაძლისი ხდებოდა გაჩერება ეს ყველაფერი ბავშვების სახეებზე იკითხებოდა... ამიტომ ზოგი კიბეების ქვეშ აფარებდა თავს სიცხეს ზოგი კიდე წყლის დასალევად გარბოდა მალე მოსვლის პირობით... მე კიდე ვიდექი ერთ ადგილას გაუნძრევლად... ჩემთვის სულ ერთი იყო ცხელოდა თუ არა... საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი...

და აი უცებ გაისმა ვერტმფრენის შემაძრწუნებელი გრუხუნი... რომელმაც აიკლო იქაურობა... ხმის გაგონებაზე ყველანი ფეხზე წამოდგნენ დაეწყვნენ ისე როგორც ლიდერებმა დაალაგეს... და ველოდით პრეზიდენტის გამოჩენას... ამის შემდეგ პრეზიდენტი კიდევ ნახევარი საათი არ გამოჩენილა... ბანაკის ხელმძღვანელები ძალიან ნერვიულობდნენ... ყოველ წუთას გვახსენებდნენ წესებს თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით... და ერთ ერთი მათგანი შეგვპირდა რომ თუ მოეწონებოდა ჩვენი მისალმება შუადგით საჭმელზე მწვადს შემოგვთავაზებდა და ზღვაზე საბნაოდ გაგვიშვებდა...ბავშვებსაც ძალიან გაეხარდათ და ყველანი ომახიანად საყვირლად მოემზადნენ... უცებ გაიღო ეზოს დიდი ჭიშკარი და იქ გაჩერდა ჯიპი... რომლიდანაც გადმობრძანდა ბატონი მიხეილ სააკაშვილი... კარებთან უფროსობა შეეგება და ერთად მოვიდნენ ჩვენამდე სადაც ვიდექით და როცა მოგვიახლოვდა ჩვენც მაღალ ხმაზე და ისე როგორც ეკადრებოდა მმივესალმეთ... ხელმძღვანელების სახეზე აშკარა ბედნიერება იკითხებოდა... მოეწონათ!!!

პრეზიდენტმა რატომღაც ოთახების დათვალიერება არ ისურვა და პირდაპირ სასადილოს მიაშურა... ვინც იყოჩაღა შეყვა პრეზიდენტს სასადილოში და უფასო PEPSI- იც მიიღო... ვერ გეტყვით იქ რა მოხდა კიდე იმიტომ რომ მე ვერ მოვახერხე იქ შესვლა... მაგრამ ერთი კი ვიცი როცა პრეზიდენტი გამოვიდა და სხვა ბავშვები შევიდნენ და PEPSI მოითხოვეს უარი მიიღეს იმ მიზეზით რომ აღარ ქონდათ!!!

მოკლედ პრეზიდენტმა მალე დაგვტოვა...

ხოლო რასაც შეგვპირდნენ ყველაფერი პირნათლად შეასრულეს... :))) მწვადიც იყო და ზღვაც... ოღონდ ზღვაში 10 წუთზე მეტი არ გაგვაჩერეს...

მერე გვითხრეს საღამოს გაცნობის დღეა და რამე უნდა მოვამზადოთო...
ლიდერმა შემოგვთავაზა მუსიკა და ამ მუსიკაზე ჩვენმა რაზმელმა ლევანმა უცებ რაღაც ცეკვა დადგა.. მაგრამ ჩვენ ეს მუსიკა მისი საბჭოთა წარსულის გამო გავაპროტესტეთ... უარი განვაცხადეთ მარშით სიარულზე და გადავწყვიტეთ ჩვენით მოგვეფიქრებინა რამე... რათქმაუნდა ლიდერს ძალიან ეწყინებოდა ეს ფაქტი მაგრამ არაფერი უთქვამს და არც ურთიერთობაში შეუმჩნებია... რის გამოც კიდევ უფრო ვაფასებ...

მოკლედ რაღაც მოვიფიქრეთ... და დავიწყეთ როლების გადანაწილება... ყველამ რაღაც მოვიფიქრეთ ჩვენ ჩვენი სათქმელი გავიაზრეთ და გადავწყვიტეთ ამით გამოვსულიყავით სრულიად ბანაკის წინაშე... და ასეც მოვიქეცით...

ეს ყველაფერი სრული კრახით დამთავრადა... ეს იყო სრული იმედგაცრუება და კატასტროფა... როგორც გვინდოდა ისე არ გამოვიდა და ძალიან ცუდადაც გამოვიდა... ზოგს რაღაც დაავიწყდა რაც უნდა ეთქვა და ზოგმა ისე ვერ თქვა როგორც უნდა ეთქვა... მოკლედ დიდი იმედგაცრუება იყო...

ყველანი ისე ვიყავით გეგონებოდათ მატარებელს გადაევლოს ჩვენზე... არავინ ხმას არ იღბდა ყველანი ჩუმად ვიყავით... ცოტა ხანი ეზოში ბოდიალის შემდეგ ყველანი ოთახებში ავედით... იმის იმედით რომ მეორე დღე უკეთესი იქნებოდა...

ჩვენთან ოთახში ნაკლებად იგრძნობოდა ეს იმდეგაცრუება... ან არავინ იმჩნევდა... ყველანი ცდილობდნენ რომ რაღაცით გავხალისებულიყავით... ზოგი თავის სასაცილო ისტორიას ყვებოდა... ზოგი მურმანას ეკაიფებოდა... ზოგი ანეგდოტებს ყვებოდა... მაგრამ არავის ეცინებოდა... თვითონ ვინც ყვებოდა მათაც კი არ ეცინებოდათ... ამ დღის მერე დაემართა ჩვენს ოთახს სენი... ამ სენის გამო ჩვენს ოთახში რაც არ უნდა სასაცილო რამე მოეყოლა ვინმეს არავის ეცინებოდა...

მოკლედ ესე დასრულდ ჩემი ბანაკში ყოფნის მეორე დღე... :))))))))))))))))))

ანაკლია! (პირველი ნაწილი)


მე მინდა მოგიყვეთ ჩემი თავგადასავალი ანაკლიი პატრიოტთა ბანაკში...
შევეცდები ყველაფერი თანმიმდევრობით გავიხსენო... :)

26 მაისის დილა იყო მთელი ქვეყანა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიდა... მეც ამაღლებულ განწყობაზე გავღვიძე... ვიგრძენი ჩვენი ქვეყნის "დამოუკიდებლობა".
იმ დღეს სწავლა არ იყო მაგრამ რატომღაც დილით ადრე გავიღვიძე... ცოტა ხანში კომპიუტერს მივუჯექი და შემოვედი ფეისბუქზე... იქ კი ჩემმა იდიოტმა მეგობარმა დიდი სიხარულით მახარა რომ პატრიოტთა ბანაკში მიდიოდა და შემეძლო შურით გავმსკდარიყავი... მივულოცე ეს ყველაფერი.. ცოტა კი მეწყინა მაგრამ მალევე გადამავიწყდა მეგობრებთან ლაპარაკში...
ერთ საათში მოულოდნელად ტელეფონის ზარი გაისმა... ჩემი დამრიგებელი იყო... დედაჩემს ეუბნება გიორგის ბანაკში ხომ გამოუშვებო? დედაჩემმა კი რა პრობლემააო... მაგრამ უცებ შეკრთა როცა გაიგო რომ იმავე დღეს უნდა წავსულიყავი... ამ ამბის გაგებიდან ერთ საათში მოვაგროვე მთელი ბარგი ჩავჩურთე ჩანთაში და წავედი ორი ფოტო სურათის გადასაღებად და პირადობის მოწმობის ასლის გასაკეთებლად... რის გარეშეც ვერ წავიდოდი დამრიგებლის თქმით... ნახევარ საათში ყველა საბუთი ხელში მქონდა და გახარებული მივქროდი ქალაქის მერიაში... გზაში ათას რამეზე ვფიქრობდი... ნეტა როგორი სიტუაცია იქნება ნეტა როგორი ლიდერები გვეყოლებათქო... ამასობაში მივედი დანიშნულების ადგილზე ჩემი საბუთებით ხელში "ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოში" თუ რაღაც ასეთში უნდა მივსულიყავი... შევედი მერიის შენობაში და 1საათიანი ძებნის მერე როგორც იქნა ვიპოვე ეს ოთახი... შევედი და ჩავაბარე საბუთები... მითხრეს რომ კარგი პირობები იქნეობოდა სამჯერადი კვება და მგზავრობასაც მის თავზე იღებდნენ...
მოკლედ გასვლი საათი იყო 4 საათი...

4 საათზე ყველანი შევიკრიბეთ... მერის მოვალეობის შემსრულებელმა მოგვმართა სიტყვით ათასი ბრტყელ ბრტყელი სიტყვა თქვა (ნუ როგორც ხდება ხოლმე რა )უბრალოდ ერთი მოითხოვა... მხოლოდ ზრდილობიანად იყავითო... (რაც ჩემთვის პრობლემა არ იყო სხვისთვის არ ვიცი ) და გზა დაგვილოცა...

გავედით ქუთაისიდან და 2 საათში ანაკლიაში ვიყავით... როცა ჩვენს საცხოვრებელს მივუახლოვდით შორიდან ჭრელი შენობა ულამაზესი ჩანდა... ახლოს როცა მივედით ცოტა იმდები გაგვიცრუვდა იმიტომ რომ ჯერაც ხარაჩოებში იყო... და უამრავი სამშენებლო ნაგავი ეყარა... დიდი ხანი მოგვიწია ფეხზე დგომამ... სანამ ჩვენს რაზმებში გაგვანაწილებდნენ... ბოლოს როგორც იქნა გაგვანაწილეს... მე-7 რაზმში მოვხვდი... როცა გვთხოვეს რომ ჩვენი რაზმელები გვერდზე დავმდგარიყავით ერთმა საინტერესო პიროვნებამ მიიპყრო ჩემი ყურადღება... ისეთი თვალებით მიყურებდა მეგონა ამას რამე თუარ მოეწონა უეჭველი დაგვხოცავსთქო... მაგრამ ის სულაც არ ყოფილა ეგეთი... ძალიან მხიარული და კეთილი ადამიანი გამოდგა... ეს იყო ჩვენი მურმანიკო... რომელსაც მთელი შვიდი დღე უმოწყალოდ ვეკაიფებოდით... :( თუმცა ამაზე მოგვიანებით...

გაგვანაწილეს ოთახებში... ჩემს ოთახში სულ 12 კაცი ვიყავით... სამნი ვიყავით ქუთაისელები, ოთხი კახელი იყო, ორი რუსთაველი და სამი გორელი...
ქუთაისიდან მე სოლომონი და გიორგი ვიყავით, რუსთავის დელეგაციას როსტომ ლეჟავა და ალეკო გოგოლაძე წარმოადგენდნე... კახელები ძალიან მაგრები იყვნენ... თავიანთი გამორჩეული იუმორით... ოთო და გიგა თელაველები იყვნენ და კიდევ ორი რომელთა სახელები სამწუხაროდ არ მახსოვს სოფელ ართანიდან იყვნენ... ხოლო რაც შეეხება გორელების სამეულს ესენი იყვნენ ჩვენი მურმანი, ალეკო რონელსაც ღამის12 საათზეც კი სათვალეები ეკეთა... და კოტე რომელიც რომელსაც დღედაღამ სულ ეძინა... მოკლედ ამ გორელებს ყველას რაღაც უცნაურობა ახასიათებდათ... მაგრამ არც არის გასაკვირი მაგ ბავშვებმა ომი გამოიარეს და არც არიან დაზაძრახები... პირიქით ყველანი კეთილები და უბოროტოები იყვნენ... )))

ხო მართლა... ჩვენი ლიდერები... ბაცაცა და თამთა... ორი ძალიან მაგარი ადამინაი... რომლებმაც მთელი ცხოვრება დამამახსოვრეს თავი და ძალიან შემიყვარდნენ...
პირველ დღეს შეგვკრიბეს ყველა და გაიგეს ყველას სახელი და გვარი გამოგვკითხეს თუ რას ვაპირებდით და რა გვინდოდა გამოვსულიყავით... მოკლედ ერთი ნაბიჯი გდადგეს ჩვენს დასააახლოვებლად... )))


მოკლედ ასე გავიცანით პირველ დღეს ერთმანეთი და საწოლები გავინაწილეთ... და პირველი მომქანცველი დღის მერე ყველანი დავწექით და ცოტა ლაპარაკის მერე სუყველას ჩაგვეძინა....