
ძალიან კარგი მესამე დღის მერე ყველამ კარგ ხასიათზე გავიღვიძეთ... (ისევდაისევ... გავიღვიძეთ რა დიმამ გაგვაღვიძა :))) )ყველანი ვიცინოდით და ვუღიმოდით ერთმანეთს... ცუდზე აღარავინ ფიქრობდა... ყველანი კარგ ხასიათზე ვიყავით... ასეთი წარმატებული დღის შემდეგ სხვანაირად არც შეიძლებოდა...
დილით მოწესრიგების შემდეგ მოწყობაზე გავედით... ლიდერები მოგვესალმნენ... კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ვინ ვიყავით ჩვენ... კიდევ ერთხელ დავჭექეთ საქართველოს გაუმარ ... ჯოს... ჯოს... ჯოს... შემდეგ საქართველოს ჰიმნს მოვუსმინეთ... მერე დილის გამამხნევებელი ვარჯიშები გავაკეთეთ დიჯეი ფანდურას მუსიკის ფონზე... ყველანი მთელი ბანაკი კარგ ხასიათზე იყო... მათ შორის ჩვენი რაზმიც... ცუდად ყოფნის მიზეზი არც გვქონდა...
მოკლედ ვარჯიშების და ჩვენი ვინაობის გახსენების შემდეგ ეზო დავასუფთავეთ ტრადიციულად... შემდეგ ოთახებში ავედით... და ვისვენებდით... არავის ახსოვდა წინა დღეს დათქმული სიტყვა დილიდან დავიწყოთ კონცერტისთვის მზადებაო... ყველა წამოწვა და წამოგორდა... მათ შორის მეც... რატომღაც მეძინებოდა... მაგრამ ვინ გაცადა დაძინება... მურმანიკო გვყავდა ოთახში... მოკლედ ანეგდოტების მოყოლა დაიწყო... მის მოყოლილ ანეგდოტზე არავის ეცინებოდა... მაგრამ იმაზე გვეცინებოდა რომ მის მოყოლილ ანეგდოტზე არ გვეცინებოდა... მოკლედ იყო ერთი სიცილ ხითხითი... კახელებიც ცდილობდნენ ანეგდოტებით გავეხალისებინეთ მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ... არავინ არ იცინოდა არც მათ მოყოლილ ანეგდოტებზე... ხომ გახსოვთ რომ ვთქვი მეორე დღის მერე ჩვენს ოთახს სენი შეეყარათქო...
ხოდა ვიყავით ესე უაზროდ და იმაზე ვიცინოდით რომ ერთმანეთის მოყოლილ ანეგდოტებზე არ გვეცინებოდა... ხომ დიდი აბდაუბდაა??? ეგრეა ნამდვილად მაგრამ ესე იყო და...
მიუხედავად ამისა მურმანი მაინც ჯიუტად აგრძელებდა ანეგდოტების მოყოლას... და ცდილობდა ვინმე გაეცინებინა... უკვე იმდენი უაზრო ანეგდოტი მოყვა რომ ყველას ყელში ამგვივიდა... მერე ეტყობა მიხვდა რომ ასე ვერაფერს გააწყობდა და გადაწყვიტა პირადი ცხოვრებიდან მოეყოლა კურიოზები... და დაიწყოოოოოოოოოოოოო....
მოკლედ ისე ჩაილაპარაკა თავისთვის 3 კომპიუტერი მაქვს განაფუჭებიო... ვაა ყველამ თვალები ქაჩეს და ყველა ჩაეკითხა როგორ მაინც როგორ მოახერხეო?
ჰმ! როგორ და 2004 წელს პენტიუმ 2 მქონდაო... ხოდა სახლს დაცვა დაუყენე იმიტომ რომ ბაბუჩემის ანტიკვარული ნახატები და უძველესი დროის თიხის ნაკეთობები მქონდაო... მოკლედ ისეთი დაცვა დავაყენე რომ თუ ვინმე კომპიუტერს ადგილს შეუცვლიდა კედლებში ჩამონტაჟებული ისრები გამოვარდებოდა და ქურდს მოკლავდაო...
ხოდა ერთ დღესაც გადმომივარდა კომპიუტერი სადგამიდან ხოდა ეს ისრები გამოცვივდა კედლიდან და მთელი სახლი დახვრიტა... და გააფუჭა მთლიანადო...
გასაოცარია საიდან აქვს ამ ბავშვს ამდენი ფანტაზია...
მოკლედ ხალხი ცუდად იყო სიცილისგან... ძირს ხოხავდნენ... მე კი ჯიუტად ვუსვამდი ათას დებილურ კითხვას...
- მისმინე მურმან კედელში როგორ გააკეთე ისრები?
- როგორ და ამოვჭერი ადგილებში იქ ჩავსვით ისრები და კომპიუტერს ადგილს რომ შეუცვლიდი გამოცვივდებაო...
- ვაა მაგარია... და რამდენი დაგიჯდა ეგ ყველაფერი?
- კომპიუტერი 300 ლარი დამიჯდა და მაგ დაცვის დაყენება 2.000 ლარიო...
- ვაა საღოლ ძმაო შენ!... :)))
მოკლედ ეს იყო მისი პირველი ისტორია... მერე უცებ ვკითხე აბა მეორე კომპიუტერი როგორ გაგიფუჭდა?
არც დაფიქრებულა ისე მიპასუხა... როგორ და კომპიუტერის ტვინს ყავა დავადგი შიგნით ჩაიქცა და გაფუჭდაო... :(((
აბა მესამე როგორღა გააფუჭეთქო? და იმაზეც ოდნავი წაბორძიკების შემდეგ მიპასუხა: ლეპტოპი საწოლზე მქონდა დადებული ინტერნეტიდან რაღაცას ვიწერდი და მეზობელი შემოვიდა არყის ჭიქით ხელში და ასე მითხრა უნდა დაგლოცოო... ხოდა დამლოცა და ის არაყი ზედ კომპიუტერს გადაასხაო...
მოკლედ ბავშვები ცუდად იყვნენ სიცილისგან... მურმანა კი მშვიდად განაგრძობდა მისი ისტორიების მოყოლას... :)))) მართლაც საოცარი კაცი იყო რა... ნეტა ოდესმე თუ შევხვდები მურმანს... :))) იმედია შევხვდები... :))) მაგრამ არ იფიქროთ ბანაკში მისი ისტორიები ამოიწურა...
ამასობაში სადილის დროც მოვიდა... წავედით,ვჭამეთ... და კარგი ნაწამ ნასვამები გამოვედით იქედან... ჰოოდა... სანამ საღამოსთვის მზადება დაიწყებოდა ჩვენი რაზმის ბიჭებმა ფეხბურთი ითამაშეს... მე ძალიან მაგარი ფოტოები გადავიღე ყველას მოეწონა და რავი... მემგონი კარგი იყო ... მერე გოგო ლიდერებსა და პატრიოტ გოგოებს შორის გაჩაღდა ფეხბურთი... ძალიან სასაცილო რამ გამოვიდა... ეს იყო ნათელი მაგალით თუ როგორ აკეთებს ადამიანი იმას რაც არ შეუძლია... მაგრამ ჩვენს ბანაკში რამდენიმე სომეხი გოგო და ბიჭი იყო... გოგოები ძალიან მაგრად თამაშობდნენ ფეხბურთს... რაც მართალია მართალია...
ფეხბურთების მერე დაიწყო საღამოსთვის მზადება...
უი არ მითქვამს... ეს დღე ხომ სიყვარულის დღე იყო... ხოოდა სიყვარულის თემაზე უნდა გაგვეკეთებინა რაიმე დადგმაა...
ჩვენმა ლიდერმა თამთამ შემოგვთავაზა გაგვეკეთებინა ზეზვას და მზიას პირველყოფილი სიყვარული... თუ როგორ შეუყვარდათ მათ ერთმანეთი...
მოკლედ სიუჟეტი აესეთი იყო... ზეზვა ხეების ქვეშ იჯდა და ცდილობდა კაჟის ქვებით ცეცხლი გაეჩინა... ამასობაში საიდანღაც მზია გამოჩნდა... ზეზვას წინ ჩაურბინა და მისი ყურადღება მიიპყრო... ზეზვა გამოეკიდა და მზიაც ემალებოდა... მოკლედ ბოლოს ერთ ხესთან შეჩერდნენ საიდანაც ვაშილი ჩამოვარდა ორივე დაიხარა და.... სტოპ კადრი.... ამ დროს კუპიდონი შემოდის და დიდის ინტერესით ათვალიერებს ორივეს... მერე იღებს მშვილდ ისარს და ორივეს ესვრის სიყვარულს... მაგრამ არცერთს არ აქვს რეაქცია... ამაზე ბრაზდება კუპიდონი და და მიდის ჩაქუჩი მოაქვს რომელსაც დიდი გულები ახატია... მოკლედ ორივეს უთავაზებს თავში და გააღვიძებს მათში სიყვარულს... ხოდა მერე ზეზვა ნელ ნელა უახლოვდებოდა ქალს... ხან თითი მიადო ხან თმების სურნელი შეიგრძნო... ხან თმები აუბურძგნა... მოკლედ შეუყვარდა რა...
და ეს იყო ამ წარმოდგენი არსი... ხოოდა ამ სცენარის გაცნობის შემდეგ ყველანი აღფრთოვანებულები დავრჩით... და დავიწყეთ როლების გადანაწილება... ზეზვას როლზე დავამტკიცეთ ლევანი... მზია იყო ანა... და კუპიდონი იყო ჩვენი მურმანა... მოკლედ რეპეტიციებთან ერთად დეკორაციების შეგროვება დავიწყეთ... ლიდერს ქონდა საიდანღაც 4 დიდი ტოტი რომლებიც ხეები იქნებოდა და 4 გოგოს უნდა დაეჭირა...
მურმანს კუპიდონის ფორმა შეუკერეს... და ძალიან მაგარი გამოვიდა... ასევე ზეზვას და მზიას ტანზე ფოთლები ქონდათ შემოხვეული...
ყველაფერი კარგად მიდიოდა... საღამოც ახლოვდებოდა... მე ამ დროის განმავლობაში უამრავი ფოტო გადავიღე... და ჩემი სახელი "პაპარააც" სულ უფრო ხშირად ისმოდა... ძალიან სასაცილო მომენტებს ვიღებდი... და მადლობა ღმერთს არ იყვნენ რაზმში ისეთი პრეტენზიულები რომლებიც მხოლოდ დაყენებულ და დებილურ სურათებს იღებდნენ... მართალი გითხრათ დიდად არ მიყვარს ეგეთი ხალხი...
საღამოც მოვიდა და დაიწყო ღონისძიება... ყველა რაზმს რაღაც საინტერესო და განსხვავებული ქონდა... ჩვენი კი ყველას ჯობდა... განა იმიტომ რომ ჩვენი იყო... იმიტომ რომ მართლა კარგი იყო... ვინც სცენაზე გავიდა ყველამ ძალიან კარგად შეასრულა თავისი როლი... ლევანმაც,ანამაც და მურმანამაც... იმ გოგოებმაც რომლებსაც ხის ტოტები ეჭირათ ხელში და მუსიკის რითმს ყვებოდნენ... ძალიან კარგი საღამო გამოვიდა... ყველას მოეწონა... ყველანი გავერთეთ... :)))
აი კიდევ ერთი კარგი და ლამაზი საღამო... :)))
კარგი და დამღლელი დღის მერე ავედით ოთახში და განვაახლეთ ანეგდოტების მოყოლა... არავის ეცინებოდა მაგრამ მაინც ვყვებოდით... იქნებ ვინმეს გასცინებოდა... ცოტა ხანში ყველას ჩაეძინა და მეც დავიძინე... :))))
No comments:
Post a Comment