
პირველი ძალიან დამღლელი დღის მერე როგორც იქნა დავიძინეთ... ღამე ახალ გარემოსთან შეგუება გამიჭირდა... მთელი ღამე ვწრიალებდი და ვერ დავიძინე... მერე გარეთ გასვლა მომინდა... ორ სართულიანი საწოლები იყო და მეორე სართულზე ვიწექი... ხოდა რომ წომოვდექი და პირდაპირ გადმოვხტი... არ დავცემულვარ! და დავიწყე ჩუსტების ძებნა... სიბნელეში ვერაფერი დავინახე... და მეგობრის ჩუსტებით გავბოდიალდი გარეთ... სიმართლე გითხრათ უკან როდის ან როგორ დავბრუნდი არაფერი არ მახსოვს...
მოკლედ მეორე დილით რვა საათზე უკვე ყველა ფეხზე იყო... არავის გავუღვიძებივართ... იმიტომ რომ ყველა ლიდერმა მემგონი მთელი რამე გაათენა... იმ დღეს ხომ თვით საქართველოს პრეზიდენტი უნდა მობრძანებულიყო... ხოდა როგორც გითხარით ნახევრად ხარაჩოებში იყო იქაურობა.... მთელი ღამის უძილობამ შედეგი გამოიღო და მთლიანად მოხსნეს ხარაჩოები... როცა ფანჯრიდან გადავიხედე მუშები გამალებით ხვეტავდნენ ეზოს... რომ ნაგავი არ დარჩენილიყო... მოკლედ პრეზიდენტი 2 საათზე უნდა მოსულიყო.. და მანამდე რატომღაც საჭმელს არ გვაჭმევდნენ...
10 საათიდან ეზოში შეგვკრიბეს და გვავარჯიშეს თუ როგორ უნდა მივსალმებოდით პრეზიდენტს... ძალიან ცხელოდა... და იმ ეზოშიც ერთი ხე არ იდგა რომ შეფარებოდი...
მოკლედ მაგრად გადაგვიხურდა თავები... 2 საათიანი მეცადინეობის მერე ფორმები დაგვირიგეს... ხოდა გაგვიშვეს ოთახებში...
ცოტა ხანში ისევ შეგვკრიბეს ეზოში და დაგვაყენეს ერთად... ყველანი ფორმებში ვიყავით გამოწყობილები... ორ ბავშვს დიდი დროშები დააჭერინეს აქეთ იქით საქნევად... მაგრამ რათ უნდოდათ დროშები იქაურობა ისედაც დროშის ფერებში იყო გადაჭრელებული...
ძალიან ძლიერი სიცხე იყო უკვე გაუსაძლისი ხდებოდა გაჩერება ეს ყველაფერი ბავშვების სახეებზე იკითხებოდა... ამიტომ ზოგი კიბეების ქვეშ აფარებდა თავს სიცხეს ზოგი კიდე წყლის დასალევად გარბოდა მალე მოსვლის პირობით... მე კიდე ვიდექი ერთ ადგილას გაუნძრევლად... ჩემთვის სულ ერთი იყო ცხელოდა თუ არა... საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი...
და აი უცებ გაისმა ვერტმფრენის შემაძრწუნებელი გრუხუნი... რომელმაც აიკლო იქაურობა... ხმის გაგონებაზე ყველანი ფეხზე წამოდგნენ დაეწყვნენ ისე როგორც ლიდერებმა დაალაგეს... და ველოდით პრეზიდენტის გამოჩენას... ამის შემდეგ პრეზიდენტი კიდევ ნახევარი საათი არ გამოჩენილა... ბანაკის ხელმძღვანელები ძალიან ნერვიულობდნენ... ყოველ წუთას გვახსენებდნენ წესებს თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით... და ერთ ერთი მათგანი შეგვპირდა რომ თუ მოეწონებოდა ჩვენი მისალმება შუადგით საჭმელზე მწვადს შემოგვთავაზებდა და ზღვაზე საბნაოდ გაგვიშვებდა...ბავშვებსაც ძალიან გაეხარდათ და ყველანი ომახიანად საყვირლად მოემზადნენ... უცებ გაიღო ეზოს დიდი ჭიშკარი და იქ გაჩერდა ჯიპი... რომლიდანაც გადმობრძანდა ბატონი მიხეილ სააკაშვილი... კარებთან უფროსობა შეეგება და ერთად მოვიდნენ ჩვენამდე სადაც ვიდექით და როცა მოგვიახლოვდა ჩვენც მაღალ ხმაზე და ისე როგორც ეკადრებოდა მმივესალმეთ... ხელმძღვანელების სახეზე აშკარა ბედნიერება იკითხებოდა... მოეწონათ!!!
პრეზიდენტმა რატომღაც ოთახების დათვალიერება არ ისურვა და პირდაპირ სასადილოს მიაშურა... ვინც იყოჩაღა შეყვა პრეზიდენტს სასადილოში და უფასო PEPSI- იც მიიღო... ვერ გეტყვით იქ რა მოხდა კიდე იმიტომ რომ მე ვერ მოვახერხე იქ შესვლა... მაგრამ ერთი კი ვიცი როცა პრეზიდენტი გამოვიდა და სხვა ბავშვები შევიდნენ და PEPSI მოითხოვეს უარი მიიღეს იმ მიზეზით რომ აღარ ქონდათ!!!
მოკლედ პრეზიდენტმა მალე დაგვტოვა...
ხოლო რასაც შეგვპირდნენ ყველაფერი პირნათლად შეასრულეს... :))) მწვადიც იყო და ზღვაც... ოღონდ ზღვაში 10 წუთზე მეტი არ გაგვაჩერეს...
მერე გვითხრეს საღამოს გაცნობის დღეა და რამე უნდა მოვამზადოთო...
ლიდერმა შემოგვთავაზა მუსიკა და ამ მუსიკაზე ჩვენმა რაზმელმა ლევანმა უცებ რაღაც ცეკვა დადგა.. მაგრამ ჩვენ ეს მუსიკა მისი საბჭოთა წარსულის გამო გავაპროტესტეთ... უარი განვაცხადეთ მარშით სიარულზე და გადავწყვიტეთ ჩვენით მოგვეფიქრებინა რამე... რათქმაუნდა ლიდერს ძალიან ეწყინებოდა ეს ფაქტი მაგრამ არაფერი უთქვამს და არც ურთიერთობაში შეუმჩნებია... რის გამოც კიდევ უფრო ვაფასებ...
მოკლედ რაღაც მოვიფიქრეთ... და დავიწყეთ როლების გადანაწილება... ყველამ რაღაც მოვიფიქრეთ ჩვენ ჩვენი სათქმელი გავიაზრეთ და გადავწყვიტეთ ამით გამოვსულიყავით სრულიად ბანაკის წინაშე... და ასეც მოვიქეცით...
ეს ყველაფერი სრული კრახით დამთავრადა... ეს იყო სრული იმედგაცრუება და კატასტროფა... როგორც გვინდოდა ისე არ გამოვიდა და ძალიან ცუდადაც გამოვიდა... ზოგს რაღაც დაავიწყდა რაც უნდა ეთქვა და ზოგმა ისე ვერ თქვა როგორც უნდა ეთქვა... მოკლედ დიდი იმედგაცრუება იყო...
ყველანი ისე ვიყავით გეგონებოდათ მატარებელს გადაევლოს ჩვენზე... არავინ ხმას არ იღბდა ყველანი ჩუმად ვიყავით... ცოტა ხანი ეზოში ბოდიალის შემდეგ ყველანი ოთახებში ავედით... იმის იმედით რომ მეორე დღე უკეთესი იქნებოდა...
ჩვენთან ოთახში ნაკლებად იგრძნობოდა ეს იმდეგაცრუება... ან არავინ იმჩნევდა... ყველანი ცდილობდნენ რომ რაღაცით გავხალისებულიყავით... ზოგი თავის სასაცილო ისტორიას ყვებოდა... ზოგი მურმანას ეკაიფებოდა... ზოგი ანეგდოტებს ყვებოდა... მაგრამ არავის ეცინებოდა... თვითონ ვინც ყვებოდა მათაც კი არ ეცინებოდათ... ამ დღის მერე დაემართა ჩვენს ოთახს სენი... ამ სენის გამო ჩვენს ოთახში რაც არ უნდა სასაცილო რამე მოეყოლა ვინმეს არავის ეცინებოდა...
მოკლედ ესე დასრულდ ჩემი ბანაკში ყოფნის მეორე დღე... :))))))))))))))))))
No comments:
Post a Comment